ბრენდის შესახებ
ბრენდის შესახებ

როგორც ჩანს, შეუძლებელია ყავის ყველა გემოვნების დაკმაყოფილება. თუმცა, ეს არა მხოლოდ რეალური, არამედ საკმაოდ მარტივიც არის - უბრალოდ უპირატესობა უნდა მიანიჭოთ «Jockey» -ის ბრენდს.

«Jockey» — ყველაზე ცნობილი რუსული ყავის ბრენდია. ბრენდში წარმოდგენილია ყველა ცნობილი ყავის სახეობა: ყავის მარცვლები; დაფქვილი; ყავა სხვადასხვა არომატებით; ნატურალური ხსნადი სუბლიმირებული ყავა; გრანულირებული; ფხვნილისებრი; ყავის მიქსები.


ბრენდის შესახებ
ასორტიმენტის შესახებ

«Jockey» -ის ყავის ასორტიმენტი გვაძლევს შესაძლებლობას მოვამზადოთ სასმელი ნებისმიერი გზით - დაწყებული ფინჯანში მარტივი მოდუღებიდან, სუპერ თანამედროვე ესპრესოს აპარატის გამოყენებამდე.

«Jockey» -ის ყავის რომელი ჯიშიც არ უნდა აირჩიოთ, თქვენ ყოველთვის აღმოაჩენთ გემოს გასაოცარ სიღრმესა და შესანიშნავი გემოების უსაზღვრო მრავალფეროვნებას.

ბრენდის შესახებ

ჩვენი მიზანი

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ყავა, რომელიც გახდება ენერგიისა და შთაგონების ყოველდღიური წყარო, ამ შესანიშნავი სასმლის ყველა მოყვარულისათვის.

განვითარება

ჩვენ ვირჩევთ უახლეს ტექნოლოგიებს და არასტანდარტულ კრეატიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საბოლოოდ მოწოდებულია შთააგონოს ჩვენი მომხმარებლები საკუთარი ნათელი იდეების ძიებაში.

ინდივიდუალურობა

«Jockey» -ის ბრენდის სხვადასხვა ჯიშის წარმოებისთვის, ჩვენ ვიყენებთ მწვანე ყავის მარცვლებს, მსოფლიოს საუკეთესო ყავის მწარმოებელი რეგიონებიდან. ამიტომ, ყავა «Jockey» -ის ყველა სახეობა გამოირჩევა გაჯერებული გემოების საოცარი სისრულით, მაგრამ თითოეული ავლენს ნათელ ინდივიდუალურობას.

გულწრფელობა

ჩვენი საქმიანობა ემყარება — კეთილგანწყობას, პატივისცემასა და გამჭვირვალობას. ჩვენ ვქმნით ჩვენს ყავას მომხმარებლების გემოვნებისა და სურვილების საფუძველზე, ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებსა და სურვილებს და ყოველთვის მზად ვართ «Jockey» -ის ყავის მოყვარულებთან დიალოგისთვის.

პასუხისმგებლობა

ჩვენ გულდასმით ვაკონტროლებთ ჩვენი ყავის წარმოების ყოველ ეტაპს — მწვანე მარცვლის თითოეული პარტიის შემოწმებიდან, მზა პროდუქტის ტესტირებამდე, სწორედ ამიტომ «Jockey» -ის ბრენდი 20 წელზე მეტია ინარჩუნებს სტაბილურად მაღალ ხარისხს.

ბრენდის შესახებ
Jockey ციფრებში
18
მსოფლიოს ქვეყნებში მოყავთ ყავა, «Jockey» -ის ყავის წარმოებისთვის
ბრენდის შესახებ
Jockey ციფრებში
56
ასორტიმენტის პოზიციები «Jockey» -ის ბრენდში
ბრენდის შესახებ
Jockey ციფრებში
3 500
ფინჯანი ყავა «Jockey» იწარმოება ყოველ წუთში
ბრენდის შესახებ
Jockey ციფრებში
5 000 000
მსოფლიოში ყოველდღიურად სვამენ «Jockey» -ის ფინჯან ყავას

წარმოება

ბრენდის შესახებ
ყავის წარმოების დასაწყისი — გაზავება.
მსოფლიოს წამყვანი პლანტაციებიდან მოპოვებული მწვანე ყავის მარცვლები, გაერთიანებულია ყავის ნაზავებში (ბლენდებში). თითოეული ნაზავის რეცეპტი შემუშავებულია, კომპანიის ყავის ექსპერტების მიერ, რაც უზრუნველყოფს მომავალი სასმლის გემოსა და არომატის უნიკალურ მახასიათებლებს.
უმნიშვნელოვანესი ეტაპი — მოხალვა
მწვანე ყავის მარცვლებს არც გემო აქვთ და და არც არომატი, ამიტომ მოხალვას შეგვიძლია ვუწოდოთ ყავის ნამდვილი დაბადება.
დაფქვა
დაფქვილი ყავის წარმოებისთვის საჭიროა კიდევ ერთი ტექნოლოგიური ოპერაცია — დაფქვა. ჯიშიდან გამომდინარეობს დაფქვის დონე, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს, ამიტომ ოპერატორი მოწყობილობას წინასწარ უყენებს ყველა საჭირო პარამეტრებს.
დაფასოება
დაფქვილი ყავა იფუთება ვაკუუმ შეფუთვაში, მარცვლოვანი ყავა — შეფუთულია დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით. ასეთი ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ გემო და არომატი, რადგანაც ისინი სრულიად გამორიცხავენ ყავის კონტაქტს ჟანგბადთან.

ჩამოდით ქვემოთ